"მაგთიკომის" მომგებიანობა 75%-ია,"სილქნეტის"- 61%, ხოლო "სელფი მობაილის"- 45% - კომისია

ქართულ მობილურ მომსახურებების ბაზარზე, ოპერატორების EBITDA მარჟა - იგივე მომგებიანობის მაჩვენებელი - ევროპულთან შედარებით საგანგაშოდ მაღალია",- ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

კომისიისცნობით, მაშინ, როდესაც მომგებიანობის მაჩვენებელი ევროპული ოპერატორებისთვის საშუალოდ 35%-ია, “მაგთიკომისთვის“ ორჯერ მეტს – 75%-ს, “სილქნეტისთვის“ – 61%-ს, ხოლო “სელფი მობაილისთვის“ - 45%-ს შეადგენს.

"ქართულ მობილურ მომსახურებების ბაზარზე, ოპერატორების EBITDA მარჟა - იგივე მომგებიანობის მაჩვენებელი - ევროპულთან შედარებით საგანგაშოდ მაღალია. კერძოდ, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი ევროპული ოპერატორებისთვის საშუალოდ 35%-ია, “მაგთიკომისთვის“ ორჯერ მეტს – 75%-ს, “სილქნეტისთვის“ – 61%-ს, ხოლო “სელფი მობაილისთვის“ - 45%-ს შეადგენს.

კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ექსპერტების დასკვნის მიხედვით კი, აღნიშნული, სხვა ფაქტორებთან ერთად, ნათლად მიუთითებს ქართულ მობილურ მომსახურების ბაზარზე არსებულ არაკონკურენტულ გარემოზე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნინი ქეთელაური