მეთიუ მილერი - გავიმეორებ, ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო - რაც შეეხება შესაძლო ნაბიჯებს: წინასწარ არ ვაანონსებთ სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ

გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო, წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ანზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ის ჯერ კიდევ კანონპროექტად რჩება. და ამას წინათ, როდესაც ეს კანონპროექტი წარდგენილი იყო, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არა მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო.

რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას მსოფლიოში, რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს მსოფლიოში ყველას გამოხატვის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას…

რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ასე - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომელიც შეიძლება შემოვიღოთ,” - განაცხადა მილერმა.