პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.

ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს. მოქალაქეები სკანდირებენ: "საქართველო".

სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებული აქვთ ჩიტაძის ქუჩა. მომიტინგეთა ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე და პარლამენტის წინ რჩება.