"m² უძრავი ქონებამ" ინტერიერის დიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე გახსნა

დეველოპერულმა კომპანიამ "m² უძრავი ქონება" ინტერიერის დიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე, "m² გალერეა" გახსნა.

კომპანიის ინფორმაციით, გალერეა ქავთარაძის #1-ში მდებარეობს და 500 კვ.მ-ის ფართობზე განთავსებულია ინტერიერის დიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე. ამავე სივრცეში წარმოდგენილია დეველოპერული კომპანიის "m² უძრავი ქონება" მიმდინარე პროექტების მასალების საჩვენებელი სტენდები, საკონსულტაციო და მოსაცდელი ადგილები, დიზაინერების სამუშაო ზონები. მათივე ცნობით, "m² გალერეაში" შესაძლებელია "m²"-ის პროექტებში ბინის შერჩევა, შეძენა და ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სწორედ აქ, თანამედროვე დიზაინით მოწყობილ სივრცეში მიიღოს დიზაინერის მომსახურება და შეარჩიოს მასალები საკუთარი სახლისთვის.

"დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონება" მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და შესთავაზოს ზუსტად ისეთი სერვისი, რომელიც მას სჭირდება. სწორედ ასეთია "m² გალერეა", სადაც მომხმარებელს დახვდება ნამდვილი საჩვენებელი ბინები, რეალურ ზომაში და რეალური ავეჯით მოწყობილი. მომხმარებელს საშულება ექნება რეალობაში შეხედოს და აღიქვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი საკუთარი ბინა. ბინის მომავალი მფლობელი გაცილებით უკეთ შეაფასებს სივრცეს, რაც დაეხმარება ბინის ინტერიერის უკეთესად დაგეგმვაში. დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონება" კი, თავის მხრივ, ზუსტად ასახავს ბინის მფლობელის სურვილებს ბინის გეგმარების და დიზაინის პროცესში", - აცხადებენ კომპანიაში.

"m² გალერეაში", დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონება" მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს - სხვადასხვა დროს გალერეაში გამოიფინება ახალგაზრდა ფოტოხელოვანების და მხატვრების ნამუშევრები. "m² გალერეის" მომხმარებლები, მომსახურების მიღებასთან ერთად გაეცნობიან და დაათვალიერებენ ხელოვანების ნამუშევრებს.

ამჟამად დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონება" პარალელურად 4 ენერგოეფექტური პროექტის მშენებლობას ახორციელებს. ესენია: m² ნუცუბიძეზე, m² ყაზბეგზე, m² თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.