ბიძინა ივანიშვილი, სანქციების შემთხვევაში, სიფრთხილის ზომებს იღებს - ვიოლა ფონ კრამონი

ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

ევროპარლამენტარის თქმით, ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს.

„ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ", - წერს ევროპარლამენტარი.