კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი - 95 %-მდე ქართველი.

და საერთოდ რა შუაშია „ოცნება“?! ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც 2024 წლის არჩევნებში გარდაუვლად გაფორმდება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.