დავით ხაჯიშვილი უმრავლესობას - დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილს უახლოეს მომავალში დაუწესდება სანქციები და მისთვის იღებთ ამ კანონს

ორ კანონს მიეცით გუშინ ხმა - რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში და მეორე კანონი, რომელიც შავი რუსული ფულის შემოსვლას უწყობს ხელს. დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილს უახლოვეს მომავალში დაუწესდება სანქციები და მისთვის იღებთ ამ კანონს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, ამით სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა აარიდოს თავი იმ გადასახადებს, რომლის გადახდაც დღევანდელი კანონმდებლობით შეიძლება მოუწიოს.

„გუშინ თქვენ კენჭი უყარეთ ორ კანონს, ერთი არის რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში და მეორე, რომელიც ღია კარს ტოვებს რუსული ფულისთვის.

ორ კანონს მიეცი გუშინ ხმა, ერთი არის რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს დასავლური ფულის შემოსვლას საქართველოში, ხოლო მეორე კანონი, რომელიც შავი ფულის, შავი რუსული ფულის შემოსვლას უწყობს ხელს.

თქვენ, ალბათ, არამხოლოდ ჩემგან გაგიგონიათ ეს თეორია, რომ ეს სჭირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ თავი დააღწიოს მოსალოდნელ სანქციებს და თვლით თუ არა, რომ ეს ასეა? დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილს უახლოვეს მომავალში დაუწესდება სანქციები და მისთვის იღებთ ამ კანონს, რადგან ივანიშვილმა შავი რუსული ფული შემოიტანოს ქვეყანაში და ამით აარიდოს თავი იმ გადასახადებს, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით შეიძლება მოუწიოს გადახდა“,- განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.