ნორმალურ ბიზნესს, რომელსაც აქტივები ოფშორულ ზონებში აქვს განთავსებული, მათი საქართველოში ტრანსფერის არანაირი მოტივაცია არა აქვს - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ასეთი მოტივაცია გაუჩნდათ იმ წრეებს, ვისაც სხვადასხვა საერთაშორისო სპეც. სამსახურების მხრიდან უკვე ამ ზონებშიც ექმნებათ პრობლემები.
ასეთები არიან:
ახლა თქვენ იფიქრეთ, რა ქვეყანაში შეიძლება ცოტა ხანში აღმოვჩნდეთ და რას მოიმოქმედებს ასეთი ქვეყნის მიმართ დასავლეთი.
ბიძინა ახლა სპეცრაზმის, პოლიციის და 83-ის მეშვეობით ამ ხროვას ეუბნება, რომ მოიტანეთ ფული, ყველაფერს ვაკონტროლებ და აქ კარგად იქნება დაცული.
P.S. თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ ეს ფული ჩვენც წაგვადგება, მწარედ ცდება. ეს მგლების ხროვა იმასაც ბოლომდე გამოგწურავთ, რაც გაქვთ…“, - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.