ევროკავშირი რუსეთს სანქციებს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებს

ევროკავშირი ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ "ცენზორ.ნეტის" ცნობით, ლუქსემბურგის წარმომადგენელმა ევროკავშირში, კრისტიან ბრაუნმა განაცხადა.  "არ ვიცი ეს ზუსტად როდის მოხდება, მაგრამ პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია. შესაძლოა, ეს მოხდეს ევროპის საბჭოს საგარეო კომიტეტის მომდევნო სხდომაზე, 22 ივნისს. საუბარია სანქციების ერთი წლით გახანგრძლივებაზე", - განაცხადა ბრაუნმა.

ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები მოიცავს ნახევარკუნძულზე წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას უკრაინული სერტიფიკატი არ ექნება, ასევე ინვესტიციების და უძრავი ქონების ყიდვის შეზღუდვას.