ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. ეს კი ახალციხის საავტომობილო გზაზე ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ მოხდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან.
„გზა საკმაოდ რთულ გეოლოგიურ რელიეფზე გადის და მისი სიგრძე 42 კმ-ია.
განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა.
ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია 16კმ გზის რეაბილიტაცია. მთლიანად, სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება,“- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.