ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც მიმდინარე თვეში „გააშავეს“

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ წელს აპრილში, შავ სიაში უკვე 12 კომპანია შეიყვანა. ყველა შემთხვევაში, მიზეზი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება იყო.

ამასთან, ერთ-ერთი კომპანია 10 დღის განმავლობაში ორჯერ მოხვდა შავ სიაში, ხოლო ერთი ბიზნეს სუბიექტის 2 კომპანიაა უკვე "გაშავებული".

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, აპრილში შავ სიაში შესული კომპანიების შესახებ ინფორმაციას:

„ლემონდუ ბიზნესი“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „ლემონდუ ბიზნესი“ 2013 წლიდან არის ოფიციალურად რეგისტრირებული. 2023 წლის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 50-50%-იან წილებს ფლობენ ნიკოლოზ მამულაშვილი და გიორგი ოთიაშვილი. დირექტორია გიორგი ოთიაშვილი.

შპს „ბერმუხა“ - ოფიციალური მონაცემებით, კომპანიის 60%-ის მფლობელი და დირექტორი ვარლამ ჯანჯღავაა, ხოლო 40% ეკუთვნის აკაკი დგებუაძეს.

შპს „GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია ეკუთვნის შპს Georgian Bridge Company-ს, რომლის 52%-ს ფლობს მიხეილ ფაჩულია, 24%-24%-ან წილებს კი ზვიად მესხი და გივი გვარამია. დირექტორია ზვიად მესხი.

შპს „არქი პლიუსი“ (2-ჯერ) - კომპანიის ერთპიროვნული დირექტორი და მფლობელი თენგიზი გაფრინდაშვილია.

შპს „ფუდ სფეისი 20/21“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი რაშიდ ხუდოევია.

შპს „ევროპლანტ ჯორჯია+“ - ოფიციალური მონაცემებით, კომპანია ეკუთვნის სერგო ბუიღლიშვილს. დირექტორიც თავად არის.

შპს „ულტრექსი“- კომპანიის მფლობელი და დირექტორია ესტატე ქარქუსაშვილი.

შპს „ჩვენი ეზო 2023“ - სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანიას ფლობს რატი ჟორჟოლაძე. დირექტორის პოსტსაც თავად იკავებს.

შპს „ფუდ სფეისი“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ბიზნესის მესაკუთრე და დირექტორი რაშიდ ხუდოევია, რომელიც ზემოთ აღნიშნულ კომპანიასაც „ფუდ სფეისი 20/21“ ფლობს.

შპს „ლსმს ჰოლდინგს“ – კომპანიის მფლობელი და დირექტორია ვანო ჩიქოვანი.

შპს „ჰიდრო“ - კომპანია ეკუთვნის ირაკლი წურწუმიას. დირექტორის პოსტსაც თავად იკავებს.

რაც შეეხება კიდევ ერთ გაშავებულ ბიზნეს სუბიექტს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით, ინდ მეწარმე სოსო მაისურაძეა.

ნინი ქეთელაური