კომპანია ALS-ი (AUDIT&LEGAL SERVICES) 11 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს. ამ დროის განმავლობაში შპს „ეი ელ ეს“ -მა შეძლო ლოიალური მომხმარებლების შეძენა, საქმიანობის გაფართოება და ბრუნვის ყოველწლიური მნიშვნელოვანი ზრდა.
დაარსების დღიდან კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია. დღეის მდგომარეობით, AUDIT & LEGAL Services-ი ყოველთვიურად მომსახურებას უწევს 100-ზე მეტ კომპანიას, რომელთა უდიდესი ნაწილი წლებია მათთან თანამშრომლობს.
„2013 წლიდან დღემდე, იზრდება კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა და ამ ეტაპზე ALS-ი ყოველთვიურ მომსახურებას უწევს 100-ზე მეტ კომპანიას, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენი კომპანიის პარტნიორია უკვე რამდენიმე წელია“, - აცხადებენ AUDIT & LEGAL Services-ში.
კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სამი ძირითადი მიმართულების მომსახურებას, როგორიცაა ფინანსური აუდიტი, ბუღალტრული და იურიდიული მომსახურებები. ALS-ი ორიენტირებულია ხარისხიანი, სრულფასოვანი და ხელმისაწვდომი მომსახურების გაწევაზე. მათ ბალანსზე იწერება ათეულობით მიმდინარე და ასეულობით დასრულებული პროექტი.
„ჩვენი მთავარი უპირატესობაა, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფასები. სხვა კომპანიები, სადაც ისეთი დონის პროფესიონალები მუშაობენ როგორებიც ჩვენთან, იმავე მომსახურებაში ბევრად მეტ თანხას იღებენ, ვიდრე ჩვენ“, - განმარტავენ კომპანიაში.
დღეის მდგომარეობით, „ეი ელ ეს“-ში დასაქმებულია 20-მდე თანამშრომელი, რომელთა პროფესიონალიზმმა, საქმისადმი ერთგულებამ და პასუხისმგებლობამ განაპირობა კომპანიის იმიჯი, რეპუტაცია და წარმატება.
კომპანიის მომსახურების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https: alservice.ge/
(R)