10 მეწარმე, რომლებმაც მილიონები მხოლოდ ერთი უბრალო პროდუქტის გამოგონებით გამოიუმუშავეს

თუ თქვენი მთავარი მიზანი მილიონის გამომუშავებაა, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა გახვიდეთ დიდ ბაზარზე. სწორედ ეს დაადასტურა სტატიაში მოყვანილმა მაგალითებმა - ათმა მეწარმემ ერთი უბრალო ნივთით და დიდ ბაზარზე გასვლით რამდენიმე მილიონის გამომუშავება შეძლეს.

1-1713530518.jpg

შონ პულფრის სავარცხელი -Tangle Teezer

პარიკმახერმა შონ პულფრიმ 2007 წელს გაასაჯაროვა თავისი მარტივი გამოგონება. ეს იყო სავარცხელი მოქნილი პლასტმასის კბილებით, რომელიც ადვილად ვარცხნის თმას.

თავდაპირველად სტილისტს დასცინოდნენ კიდეც. ბევრს მიაჩნდა, რომ კიდევ ერთი რიგითი სავარცხლის წარმოება არაფრის მომტანი იყო. თუმცა, ერთ-ერთ შოუში პროდუქციის წარდგენის შემდეგ Tangle Teezer-ის გაყიდვები გაიზარდა. ის შეიძინეს ისეთმა პირებმაც, როგორიცაა ვიქტორია ბექჰემი.

Tangle Teezer 2020 წლისთვის მის მწარმოებელს 38 მილიონი დოლარი მოუტანა. სავარაუდოა, რომ 2024 წლისთვის პულფრის ქონება კიდევ უფრო გაზრდილია, რადგან სავარცხელს პოპულარობა არ დაუკარგავს.

2-1713530529.jpg

ლევი რუთსის სოუსი - Reggae Reggae Sauce

შეფ-მზარეული და მუსიკოსი ლევი რუთსი 2007 წელს გაერთიანებული სამეფოს Dragons' Den-ის შოუში გამოჩნდა, სადაც ბიზნესმენებს მისი იდეის დაფინანსება სთხოვა. ეს იყო მწვადის არომატის მქონე Reggae Reggae Sauce.

მან წარმატებული ბიზნესმენებისგან, რიჩარდ ფარლისა და პიტერ ჯონსისგან მიიღო 63 ათასი დოლარის ოდენობის დაფინანსება, თუმცა სამაგიეროდ მათ ბიზნესის 40% დაუთმო.

მალე კვირაში 50,000 ბოთლი სოუსი იყიდებოდა. პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა და Reggae Reggae-ის ბრენდი დღეს სხვადასხვა საცალო ვაჭრობის, ასევე სწრაფი კვების ქსელებს, მათ შორის Subway-ისა და KFC-ის ამარაგებს.

Sunday Times Rich List-ის მიხედვით, რუთსი ახლა 38 მილიონ დოლარს ფლობს.

3-1713530541.jpg

ჯული დინის “კემბრიჯის ჩანთა“

ჯული დინმა “კემბრიჯის“ საკულტო ჩანთა 2008 წელს თავის სამზარეულოში შექმნა. მას უბრალოდ სურდა, რომ ჩანთით თავისი ქალიშვილი კერძო სკოლაში წასულიყო, რადგან იმ დროისთვის ახლის შეძენას ვერ ახერხებდა. ვერც კი წარმოედგინა, რომ ეს მომავალში მილიონერად აქცევდა.

დინის ფერადმა ჩანთებმა მალევე მიიპყრო მოდის ბლოგერებსა და სტილისტების ყურადღება. ჩანთაზე იტალიურ Vogue-შიც კი წერდნენ. ბრენდი სწრაფად გახდა მოდური და დინის კომპანია 2018 წლისთვის უკვე 63 მილიონ დოლარს ფლობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის უახლესი ფინანსური დეტალები არ არის ცნობილი, როგორც დასავლური მედია წერს, ბიზნესი შეიძინა ფრანგულმა ტექსტილის კონგლომერატმა Chargeurs-მა და სანაცვლოდ ჯული დინიმ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი მიიღო.

4-1713530556.jpg

აარონ კრაუზის ღრუბელი - Scrub Daddy

2006 წელს ავტო სახელოსნოში მომუშავე აარონ კრაუზემ შექმნა ღიმილიანი მრავალფუნქციური ღრუბელი. მანქანის დეტალების ექსპერტმა გამოიგონა სპეციალური ღრუბელი, რომელიც თბილ წყალში რბილი ხდება, ხოლო ცივ წყალში მყარი.

2011 წლამდე კრაუზეს თავისი გამოგონება არც ახსოვდა, სანამ ბაღის ავეჯის გაწმენდა არ მოუწია. სწორედ მაშინ დაფიქრდა სამომავლო პოტენციალზე...

2012 წელს ის აშშ-ს Shark Tank სატელევიზიო შოუში გავიდა და 200,000 აშშ დოლარის დაფინანსებაც მოიპოვა.

მისი გამოგონებაში ინვესტიცია მხოლოდ ერთმა - ლორი გრეინერიმ განახორციელა. დანარჩენებისგან უარი მიიღო. ლორი დაეხმარა მას მსხვილ საცალო ბრენდებთან გარიგებების მოპოვებაში და შედეგად ორივე კმაყოფილი დარჩა: აარონ კრაუზი დღეს 100 მილიონ დოლარამდე ქონებას ფლობს, ამდენივე მოგება მიიღო ინვესტრომაც.

5-1713530568.jpg

სკოტ ბოილენის საბანი - Snuggie

საბნების სხვადასხვა ბრენდები 1990-იანი წლებიდან არსებობს, მაგრამ ნოვატორ სკოტ ბოილენის შეხედულება კონცეფცია Snuggie-ზე ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა.

კომპანია Allstar Marketing Group-მა Snuggie ბაზარზე 2008 წელს გამოიტანა და წამოიწყო სარეკლამო რგოლი, რომელიც ხმაურიანი აღმოჩნდა. პირველივე წელს 20 მილიონი საბანი გაიყიდა, მხოლოდ პირველ სამ თვეში შემოსავალმა 40 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

პროდუქტმა 500 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა და ახლა ბოილენი 200 მილიონი დოლარზე მეტს ფლობს.

6-1713530581.jpg

ჰამდი ულუკაიას ბერძნული იოგურტი - Chobani

2005 წელს ბიზნესმენმა და რძის მწარმოებელმა ჰამდი ულუკაიამ აშშ-ს ბაზარზე სქელი, ბერძნული სტილის იოგურტის საკუთარი ვერსია განათავსა გასაყიდად. სრულიად ნატურალურ პროდუქტს მან Chobani უწოდა.

2009 წელს რამდენიმე მსხვილმა ქსელმა დაიწყო იოგურტის გაყიდვა. 2012 წლისთვის Chobani გახდა ამერიკის წამყვანი ბერძნული სტილის იოგურტის ბრენდი, რომლის შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.

თავად ულუკაია ახლა 2,5 მილიარდ დოლარს ფლობს.

7-1713530592.jpg

ნიკ ვუდმანის გაჯეტი - GoPro Hero

GoPro Hero გამომგონებელმა ნიკ ვუდმანმა 2002 წელს ავსტრალიაში სერფინგის დროს გამოსცადა. მან კამერა მაჯაზე დაიმაგრა და შედეგით გაოცდა კიდეც.

ვუდმანმა თავისი იდეა მამის სესხის დახმარებით განავითარა და 2004 წელს გამოუშვა პირველი GoPro Hero. პროდუქტი შედგებოდა ჩინეთის წარმოების 35 მმ-იანი კამერისგან და სამაგრისგან. გაყიდვები დაწყების დღიდან გაიზარდა და ყოველწლიურად ორმაგდებოდა.

კამერა, რომელიც ახლა ციფრულია და აქვს HD ვიდეო ვერსია, 2012 წლისთვის მილიონობით გაიყიდა. GoPro ვუდმანის ქონებამ პიკს - 3,9 მილიარდ დოლარს მიაღწია. დღეს კი გაყიდვების შედარებით დაცემის გამო, ვუდმენი 1.1 მილიარდ დოლარს ფლობს.

8-1713530604.jpg

სარა ბლეკლის - Spanx

სარა ბლეკლის Spanx-ის იდეა 1996 წელს გაუჩნდა, როდესაც იგი ფლორიდაში კარდაკარ პროდუქტების გამყიდველად მუშაობდა.

ერთ საღამოს ბლეკლი წვეულებისთვის ემზადებოდა და სურდა თეთრი შარვლის ჩაცმა, მაგრამ არ ჰქონდა საცვალი, რომელსაც ნაკერები არ უჩანდა, ამიტომ აიღო სამუშაო შარვლის ქსოვილი და გაჭრა. აქედან დაიბადა Spanx.

ბლეკლიმ გააცნობიერა თავისი გამოგონების პოტენციალი და კონცეფციის შემუშავებაში 5000 აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. Spanx ბაზარზე გამოვიდა 2000 წელს.

Forbes-ის თანახმად, ბლეკლი ახლა 1,3 მილიარდ დოლარს ფლობს.

9-1713530617.jpg

მანოჯ ბჰარგავას ენერგეტიკული სასმელი - 5-Hour Energy

ყოფილმა ბერმა მანოჟ ბჰარგავამ მილიარდი დოლარი ენერგეტიკული სასმლით გამოიმუშავა. მან პირველად მსგავსი სასმელი 2003 წელს კალიფორნიაში გამართულ გამოფენაზე გასინჯა და გემო დიდხანს გაყვა.

ბჰარგავამ ჩამოაყალიბა კოფეინისა და B ვიტამინების მასტიმულირებელი ნაზავი, რომელიც პატარა 2 უნცია ბოთლებში ჩამოასხა. ენერგეტიკული სასმელი 5-Hour Energy იმავე წელს გამოვიდა აფთიაქებში და სუპერმარკეტებში. პროდუქტმა ამერიკა შტურმით აიღო.

5-Hour Energy -ის წლიური შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

10-1713530633.jpg

ჯეიმს დაისონის მტვერსასრუტი

გამომგონებელმა ჯეიმს დაისონმა მტვერსასრუტი ტომრის გარეშე 1978 წელს გამოიგონა. მას იდეა სახერხ საამქროებში გამოყენებული სამრეწველო ციკლონისგან გაუჩნდა.

დაისონმა პროდუქტი 1980-იანი წლების დასაწყისში შექმნა, თუმცა ვერ იპოვა კომპანია, რომელსაც დააინტერესებდა. რის შემდეგაც, დაისონმა დააარსა თავისი ბრიტანული ფირმა 1993 წელს, მაგრამ მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისში გახდა პროდუქცია მოთხოვნადი.

დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანიის შემდეგ Dyson Dual Cyclone გახდა გაერთიანებული სამეფოს ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მტვერსასრუტი და 2005 წლისთვის აშშ-ს ბაზრის ლიდერი იყო. სახლისა და თმის მოვლის ახალი პროდუქტების გამოშვების შემდეგ, მათ შორის Dyson Airwrap, კომპანიამ მიაღწია რეკორდულ გლობალურ შემოსავალს 7,1 აშშ მილიარდი დოლარი.

ჯეიმს დაისონი ამჟამად 13,3 მილიარდ დოლარს ფლობს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი