20-დან 350 მილიონ დოლარამდე - რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრილიანტი

არსებობს გამოთქმა, რომ “ბრილიანტი გოგონების საუკეთესო მეგობარია“, თუმცა ამ ულამაზესი კრისტალის შეძენა შეუძლებელია დიდი ფინანსების გარეშე.

მსოფლიოში არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ბრილიანტებში მილიონობით დოლარს იხდის - ფასი სამკაულის უნივერსალურობას, ხარისხს და ექსკლუზიურობას განაპირობებს.

წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირად ღირებულ ბრილიანტებს:

Moussaieff-ის წითელი ბრილიანტი: 20 მილიონი დოლარი

ფერად ბრილიანტებს შორის ყველაზე იშვიათია წითელი ძვირფასი კრისტალი და ეს 5,11-კარატიანი ჟოლოსფერი ლამაზმანი პლანეტის ყველაზე დიდი ნიმუშია. ის 1990-იან წლებში ბრაზილიელმა ფერმერმა მდინარე აბზეტეზინიოში აღმოაჩინა.

დღეს ალმასის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.

witeli-brilianti-1713535835.jpg

The Light of Memory-ის ბრილიანტი: 24 მილიონი დოლარი

ეს დიდებული 9,14-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი 2016 წელს Christie’s-ზე, ჟენევაში 18 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით, 24 მილიონი დოლარია. კარტიეს ბეჭედზე დამაგრებული, მსხლის ფორმის სამკაული აზიელმა კოლექციონერმა იყიდა.

brilianti-vardisferi-1713536057.jpg

Mouawad-ის ლურჯი ბრილიანტი: 25 მილიონი დოლარი

Mouawad არის სიდიდით მეორე ლურჯი ბრილიანტი მსოფლიოში. ლეგენდის თანახმად, 42,92-კარატიანი ბრილიანტი, ინდოეთში უძველესი ჰინდის სკულპტურის თვალიდან მოიპარეს.

დღეს მისი ღირებულება 25 მილიონი დოლარია.

brilianti-gia-1713535907.jpg

ბრილიანტი დიდი ქრიზანთემა: 30 მილიონი დოლარი

ეს გასაოცარი ნარინჯისფერ-ყავისფერი ბრილიანტი 1963 წელს სამხრეთ აფრიკის კიმბერლის მაღაროში აღმოაჩინეს და იუველირმა ჯულიუს კოენმა იყიდა. კოენმა ბრილიანტს დიდი ქრიზანთემა დაარქვა.

მოგვიანებით ბრილიანტი გაიყიდა და ამჟამად კერძო კოლექციაშია შენახული. მისი ამჟამინდელი სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარია.

brilianti-krizantema-1713536177.jpg

ნარინჯისფერი ბრილიანტი: 48 მილიონი დოლარი

14,82-კარატიანი ბრილიანტი არის ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული ნარინჯისფერი კრისტალი, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე.

დღეს მისი ღირებულენა 48 მილიონი დოლარია.

brilianti-narinjisferi-1713536264.jpg

Blue Hope ბრილიანტი: 350 მილიონი დოლარი

როგორც ამბობენ, ცნობილი Blue Hope ბრილიანტი დაწყევლილია და მესაკუთრესთვის უბედურება მოაქვს. მე-17 საუკუნის დასაწყისში ინდოეთში მოპოვებული 45,52-კარატიანი კრისტალი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს საკუთრებაც იყო.

ახლა ის სმიტსონის ინსტიტუტის, მუზეუმისა და კვლევითი კომპლექსის საკუთრებაა და 350 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

brilianti-lurji-imedi-1713536344.jpg

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი