ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ჩინეთიდან 9 905 ვიზიტორი ეწვია, რაც 290%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. კერძოდ, 2023 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყანაში ჩინეთის 2 540 მოქალაქე შემოვიდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების მაჩვენებელმა ჯამში, 1 157 347შეადგინა, შესაბამისად, აქედან 0.9% ჩინეთის მოქალაქეების მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე მოდიოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველომ გასული წლის სექტემბერში აამოქმედა. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ 2024 წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.