„შევიტანთ განაცხადს, რომ ახალ სტადიონზე 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუმასპინძლოთ”

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს ვაზიანის ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა დააანონსა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ სტადიონს ექნება პოტენციალი, რომ მსოფლიო დონის შეხვედრებს უმასპინძლოს. მისი თქმით, საქართველო შეიტანს ოფიციალურ განაცხადს იმასთან დაკავშირებით, რომ 2028 წელს ახალ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლოს.

„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისა და გულშემატკივრებისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი. სათანადოდ განხორციელდება აღნიშნული პროექტი, საჭირო იქნება აქტიური მუშაობა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება დაკავებული პროექტით, ფინანსთა სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამის სათანადოდ უზრუნველყოფა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს უნიკალური სტადიონი”, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება - სად იგეგმება მშენებლობა

მერი ტაბატაძე