საქართველოში ავტომობილის კონსტრუქციულ მდგრადობას არავინ  ამოწმებს - ასოციაცია

„საქართველოში ავტომობილის კონსტრუქციულ მდგრადობას არავინ ამოწმებს“ - ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსი ნონიაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.

„ამ თემასთან დაკავშირებით ტექინსპექტირების გარდა სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. სერთიფიცირებული ლაბორატორია არ არსებობს, სადაც მოხდება შემოწმება. ერთის მხრივ, სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს, როცა რეგულაციები შემოგაქვს, რომ რაღაც შემოწმების მექანიზმი უნდა არსებობდეს.

ის რომ, ეს მიდგომა არაეფექტურია, უკვე არაერთხელ დავინახეთ“ - აცხადებს ნონიაძე.

მისი თქმით, ასოციაციას ჰქონდა ინიციატივა, დეკლარაციაში მომხდარიყო შემოსული ავტომობილების მიზნობრიობის მითითება.

„ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ მეპატრონეებმა მიუთითონ დეკლარაციაში, ეს ავტომობილი უნდათ სატრანსპორტო საშუალებად, თუ დასაშლელად და განბაჟებაც შესაბამისად მოხდეს. ეს ბევრად უფრო იაფი გამოვა და სტიმულს მისცემს მათ, ვინც უკანონო ქმედებაზე მიდის და საბოლოოდ მანაც გადასახადი გადაიხადოს.

ავტოიმპორტიორისთვისაც კარგია, რომ იცოდეს, რა ავტომობილი შემოდის ქვეყანაში“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.

ეკა დარჩიაშვილი