„იოიოსო" ალამაზებს ცხოვრებას“ - სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც განსხვავებულ პროდუქციას თავად ქმნის

იოიოსო“ 2014 წელს ბიზნესმენმა მა ჰუანმა დააარსა. თავიდანვე ბრენდის მიზანი იყო, დახმარებოდნენ ადამიანებს თავიანთი ბიზნესის წამოწყებაში და ოცნებების რეალიზებაში. მა პუნისთვის ეს საკითხი ძირითადი მისიაა.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ბიზნესმენი თავად ხელმძღვანელობდა გუნდს, რის შედეგადაც, წარმატებით შეაბიჯეს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე, მათ შორისაა ჩინეთი, მალაიზია, ბრუნეი, ფილიპინები, ვიეტნამი, ბაჰრეინი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ა.შ.

მან გუნდთან ერთად, შეიმუშავა ისეთი სისტემა, რომელიც ბიზნეს პარტნიორებს ეხმარება, გახადონ თავიანთი მაღაზიები უფრო მომგებიანი.

იოიოსო“ საერთაშორისო, სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც მოდის ტენდენციებს ითვისებს და თავად ქმნის განსხვავებულ პროდუქციას. კომპანიის მთავარი სლოგანია: „იოიოსო ალამაზებს ცხოვრებას“.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სტაბილურად მიიწევს წინ გლობალურ ბაზარზე და დამოუკიდებლად განაგრძობს განვითარებას. ბრენდის წარმატების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი გასაღები პროდუქციის მრავალფეროვნებაა, რომელიც თითქმის ყველა სეგმენტზეა მორგებული. „იოიოსო“ გთავაზობთ 5000-ზე მეტ სახეობის პროდუქტს, რომელსაც აერთიანებს 8 ძირითადი კატეგორია:

  • კოსმეტიკა
  • სახლის აქსესუარები
  • აბაზანის აქსესუარები
  • ჩანთები
  • ციფრული აქსესუარები
  • საკანცელარიო ნივთები&საჩუქრები
  • სეზონური პროდუქტები
  • სათამაშოები

იოიოსო“ მხარს უჭერს თანამედროვედ და მარტივად ცხოვრების კონცეფციას. ბრენდის ძირითად ღირებულებას კრეატიულობა, მოდა, მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასი და ტრენდულობა წარმოადგენს. კომპანიის ზუსტი პოზიციისა და უწყვეტი ინოვაციების წყალობით, “იოიოსომ” უკვე მოიპოვა მომხმარებლების კეთილგანწყობა.

კომპანიაში ყოველთვიურად 300-ზე მეტი ახალი პროდუქტი იქმნება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბრენდი გამუდმებით ცდილობს არ ჩამორჩეს თანამედროვე მოდის ტენდეციებს და ფეხი აუწყოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს.

ამ ეტაპზე, “იოიოსოს” მაღაზიათა ქსელი, მსოფლიო მასშტაბით, 1 მილიარდზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ კმაყოფილი მომხმარებლების გარდა, კომპანია ხელს უწყობს დასაქმებას და ადამიანებს მოქნილ გრაფიკს შესაბამისი ანაზღაურებით სთავაზობს.

დღეისათვის, მსოფლიოში „იოიოსოს“ 1000-ზე მეტი მაღაზიაა. მთლიანობაში კომპანია 60 ქვეყანას და 380 ქალაქს მოიცავს. ამ ქვეყნებს საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა. ბრენდი წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ყოველდღიურად აბედნიერებს მის მომხმარებლებს.

იოიოსო“ სწრაფი განვითარება განპირობებულია, არა მხოლოდ მისი გამორჩეული და ბრწყინვალე მენეჯმენტით, არამედ პროდუქციის მომწოდებლების ზუსტი და მკაცრი შემოწმებით. „იოიოსო“ მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხსა და დაბალ ფასს.

ამ ეტაპზე, საქართველოს ბაზარზე „იოიოსოს“ 9 ფილიალი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების მოთხოვნით, ეტაპობრივად კიდევ 2 ფილიალი თბილისსა და გორში გაიხსნება.

იოიოსოს“ მთავარი ღირებულება ორგანული, ბიოდეგრადირებადი, არატოქსიკური, ბუნებრივ ექსტრაქტებზე დამზადებული პროდუქციის წარმოება და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვაა. ბრენდისთვის მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა და მოვლა. ამიტომ, ბუნებრივ რესურსებს სწორად იყენებს. კომპანიის ეს სპეციფიკა ადამიანებს აახლოებს ბუნებასთან და მნიშვნელოვნად იცავს გარემოს დაბინძურებისგან. ამგვარი დამოკიდებულება ჩვენს ცხოვრებას ნათელი ფერებითა და წარმატების სურვილით ავსებს.