ბათუმის ხელოვნური კუნძულის გზშ დახარვეზდა - რა ვადა მიეცა „ამბასადორს“ ხარვეზის გამოსასწორებლად

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების გეგმა დაახარვეზა და კომპანია "ამბასადორი ბათუმი აილენდსს“ ხარვეზების გამოსასწორებლად ორთვიანი ვადა მისცა, მანამდე კი სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცესი შეუჩერა.

ხარვეზების გამოსწორების გარდა, სააგენტო „ამბასადორს“ წერს, რომ კომპანიამ წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმ საკითხებსა თუ შენიშვნებზეც, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით აქვს საზოგადოებას.

ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშთან დაკავშირებით სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

რაც შეეხება თავად სააგენტოს მიერ დაწყებულ მოკვლევას, 19 აპრილს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შესწავლა არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლორა და ფაუნას” მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ „ამბასადორის“ მიერ წარდგენილ გზშ-ს დოკუმენტზე კი გარემოს სააგენტოს სხვადასხვა სახის 36 შენიშვნა აქვს. მათ შორის:

  • გზშ-ის ანგარიშში ალტერნატივები საჭიროებს დასაბუთებას, ვინაიდან მაგ: ალტერნატივებისშერჩევისას (გვ. 20) აღნიშნულია, რომ „რაც შეეხება მე-2 და მე-3 ალტერნატიულ ტერიტორიებს,საფონდო მასალების მიხედვით, საპროექტო აკვატორია შედარებით ღრმა წყლიანია და შესაბამისადწყალქვეშა ფერდიც მაღალი დახრილობით გამოირჩევა“. საჭიროა კონკრეტული მონაცემების, შეფასების წარმოდგენა, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით;
  • დოკუმენტაციაში მოცემულია შემომზღუდავი ნაგებობის თხემის განსაზღვრის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პარამეტრი (+7,6 მ და +6,6 მ.). საჭიროა შემომზღუდავი ნაგებობის კონსტრუქციის ნახაზები შესაბამისობაში იყოს გათვლებთან, სადაც ნაგებობის პარაპეტის მაქსიმალური ნიშნული შეადგენდა +7.6 მ, ასევე დასაბუთებას საჭიროებს შემომზღუდავი ნაგებობის მე-6 სექციაში მოცემული დამცავი ბლოკის წონის შესახებ ინფორმაცია, ვინაიდან ანალოგიური ტალღური რეჟიმის მქონე სხვ ასექციების დამცავი ბლოკის წონა აღემატება მე-6 სექციის წონას.
  • დაზუსტებას საჭიროებს მოხდება თუ არა პლაჟწარმომქმნელი პროცესების დარღვევა კუნძულისმშენებლობის შემდგომ, შეიცვლება თუ არა სანაპირო ზოლის მორფოდინამიკა - რომელიც ზეგავლენასიქონიებს სხვა ტერიტორიების პლაჟების წარეცხვაზე. - ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ტერიტორიის მორფოდინამიკაზე დასკვნა ზოგადი სახისაა.
  • ვინაიდან, ხელოვნური ნახევარკუნძულის და კუნძულის საძირკველი შესწავლილია მხოლოდ 35 მსიღრმემდე, მიზანშეწონილია სულ მცირე, ფონდური (მაგ. სხვა, მათ შორის შესაძლებელია ნავთობისძიების და/ან გეოფიზიკური) მასალის გამოყენებით დადგინდეს უფრო ღრმად განლაგებულიგრუნტების შესახებ ინფორმაცია და ა.შ.

„გთხოვთ, ორი თვის ვადაში უზრუნველყოთ დაზუსტებული/დამატებითი ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, დაზუსტებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენამდე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის თაობაზე“ - აღნიშნულია სააგენტოს მხრიდან „ამბასადორისთვის“ გაგზავნილ წერილში.