სააკაშვილი: ოდესიდან ევროპაში ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით გავა

ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით ტვირთის გატანა ოდესიდან ბორნების მეშვეობით მოხდება.

ამის შესახებ ოდესის ახალდანიშნულმა გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

"რუსეთის გავლით ტვირთების გადატანას 30 დღე სჭირდება. აზერბაიჯანიდან და ფოთიდან ოდესაში მთელი ლოგისტიკისთვის 9 დღეა საჭირო. იმისათვის, რომ ეს ბიზნესი აქ განვავითაროთ, პირველ რიგში გადაზიდვებზე ტარიფი უნდა შევამციროთ, მეორე რიგში კი ბორნები განვავითაროთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ინვესტორებმა უკვე გამოთქვეს ბორნების აშენების სურვილი, თუმცა მათ სჭირდებათ იმის მტკიცებულება, რომ ოდესის ოლქი კორუფციისგან თავისუფალია.