მთავრობის ახალი გადაწყვეტილება - უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 3 წლით შეეძლებათ

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 3 წლით შეეძლებათ. აღნიშნული შესახებ მთავრობის 23 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული.

„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 3 წლის ვადით ყოფნის უფლება,“- წერია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ დადგენილების პირვანდელი ვერსიის თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და 1 წლით გაჩერება შეეძლოთ. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ ეს ვადა 2 წლამდე გაზარდა. ახლა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში გაჩერების უფლება 3 წლით ჰქონდეთ.

თაია არდოტელი