სამ თვეში საქართველოდან უცხოეთის 54 მოქალაქე გააძევეს - ვინ ლიდერობს

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთის 54 მოქალაქე გააძევეს - ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში.

წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 11 მოქალაქით, ერაყი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 7 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, რუსეთის - 5, ლიბიის - 5, ნიგერიის - 5, ინდოეთის - 4 მოქალაქეს და ა.შ.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება და ეს რიცხვი 24-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის ტერიტორია 4 არასრულწლოვანს დაატოვებინეს.

რაც შეეხება წინა წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყნიდან 190 პირი გააძევეს, 2022 წელს - 165, 2021 წელს კი 77.