”მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო ბრენდად დასახელდა

ინგლისური საფეხბურთო კლუბი ”მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო ბრენდად დასახელდა.

Brand Finance-ის რეიტინგის მიხედვით, ”მანჩესტერ იუნაიტედის” ბრენდის ღირებულებამ 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 63%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

რეიტინგის მეორე პოზიცია მიუნხენის ”ბაიერნს” ერგო, მესამე პოზიცია კი მადრიდის ”რეალს”. ხუთეულში მოხვდა კიდევ ორი ინგლისური კლუბი - ლონდონის ”ჩელსი” და ”მანჩესტერ სიტი”.

20%-ით გაიზარდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ”ბარსელონას” ბრენდის ღირებულება, რომელმაც 749 მილიონს მიაღწია.

რეიტინგის ავტორთა თქმით, ყველაზე სწრაფად მზარდი ბრენდი ინგლისური ”საუთჰემპტონია”, რომლის ბრენდის ღირებულებაც მაუწყებლობიდან შემოსული თანხების წყალობით 89%-ით გაიზარდა.