სახელმწიფომ შპს „კურორტ საირმეს“ წელიწადში 1000-ლარად 49 წლიანი იჯარით გადასცა ვანსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში 88 სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე მიწის ნაკვეთი.
მთავრობის განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 24 აპრილს აწერს, ჯამურად იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის ფართობი დაახლოებით 1370 ჰექტარს შეადგენს.
განკარგულების მიხედვით, „კურორტმა საირმემ“ უნდა ააშენოს ჯამში 750 ნომრიანი სასტუმროები, სარეკრეაციო სივრცე, სათხილამურო ტრასები. ამ პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 80 მილიონი ლარის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება.