საქართველოს ბანკი და მასტერქარდი მომხმარებელს უეფა-ს სუპერ თასის თამაშზე დასწრების შესაძლებლობას აძლევენ

"საქართველოს ბანკი" და "მასტერქარდი" მომხმარებელს აძლევენ შანსს, თბილისში, "დინამო არენაზე", უეფა-ს სუპერ თასის თამაშს დაესწროს.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ის მომხმარებელი, ვინც 15 ივლისის ჩათვლით გადაიხდის საქართველოში გაცემული "მასტერქარდის" ბარათით, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე.  გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას მასტერქარდის ბარათებით განხორციელებული გადახდები.

გათამაშებას ეყოლება 11 გამარჯვებული, რომლებიც გამოვლინდებიან დოლურის პრინციპით, 27 ივლისს 12:00 საათზე. თითოეული გამარჯვებული მიიღებს 2 ბილეთს - ერთს ზრდასრულისთვის და მეორეს თანმხლები ბავშვისთვის, 11 აგვისტოს უეფას სუპერთასის თამაშზე დასასწრებად თბილისში. გამარჯვებულ ბავშვს მიეცემა უნიკალური შანსი, დადგეს მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად მოედანზე.