ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავლიან

საქართველოს ბანკის Ads Manager, უნივერსალური პლატფორმა ბიზნეს შეთავაზებების შექმნისა და გასავრცელებლად, ქართული საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამაში მოხვდა. ამიერიდან, ციფრული ინდუსტრიის აკადემია მის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სასწავლო კურსზე - „ციფრული მარკეტინგის ტექნიკები და ანალიზი“ მონაწილეებს Ads Manager-ს გააცნობს და მის გამოყენებას შეასწავლის. კურსზე დარეგისტრირებული პირები საქართველოს ბანკის პლატფორმას ისეთი გლობალური ბრენდების ციფრულ რესურსებთან ერთად შეისწავლიან, როგორებიცაა Google Analytics, Google Tag Manager და სხვები.

Ads Manager საქართველოს ბანკის Business Manager-ის ნაწილია და მისი მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ანალიტიკურ ინფორმაციას, დააკვირდნენ მათ ქცევასა და ინტერესებს, შეთავაზებების შექმნით კი უპასუხონ მათ საჭიროებებსა და სურვილებს. პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც ბიზნესებს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.

„ციფრული ინდუსტრიის აკადემიისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია უახლეს ტრენდებსა და ტენდენციების შესახებ. მას შემდეგ, რაც ბაზარზე გამოჩნდა საქართველოს ბანკის Ads Manager-ი, როგორც ახალი შეთავაზების განსათავსებელი პლატფორმა, გადავწყვიტეთ ის ციფრული მარკეტინგის ტექნიკებისა და ანალიზის კურსზე დაგვემატებინა. საქართველოს ბანკის პლატფორმა, რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესო და საჭიროა დღევანდელი მარკეტერებისთვის. პირველ რიგში, საინტერესოა აუდიტორიის მოცულობა - Ads მენეჯერის დახმარებით შეგვიძლია 1 400 000-ზე მეტ ციფრულად აქტიურ მომხმარებელს მივწვდეთ - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე, ამავდროულად მივიღოთ დეტალური დემოგრაფიული ინფორმაცია და დამატებით გავაანალიზოთ მათი ციფრული ქცევა. ეს გაცილებით ხელსაყრელს ხდის სამიზნე აუდიტორიისთვის შესაფერისი შეთავაზების შექმნას“, - აცხადებს ეკატერინე თავხელიძე, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელი.

„საქართველოს ბანკი არ ჩერდება და მუდმივად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ბიზნესების უნიკალურ საჭიროებებს პასუხობს. Ads Manager ამის ერთ-ერთი მაგალითია. მისი მეშვეობით ბიზნესი საქართველოს ბანკის ციფრული არხებით მომხმარებლებს უკავშირდება, გეგმავს შეთავაზებას და აცნობს ფასდაკლების, ქეშბექის ან სხვა ტიპის შესაძლებლობას. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია საქართველოს ბანკის Ads Manager-ს საერთაშორისო პლატფორმებთან ერთად აცნობს კურსის მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცოდნა ბიზნესებს გაყიდვების სტიმულირებასა და ლოიალური მომხმარებლების შეძენაში დაეხმარებათ“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ბანკის Ads Manager-ის ფუნქციონალს, ტარგეტირებასა და კონტენტის გაიდლაინებს, ასევე ანალიტიკის, რეპორტინგისა და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს. ამასთან, კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ტექნიკურად გატესტონ და პრაქტიკაში შეისწავლონ ეს ხელსაწყო. შესაბამისად, კურსის დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად იმუშაონ საქართველოს ბანკის Ads Manager-ში, შექმნან შეთავაზებები, გააანალიზონ შედეგები და გაუშვან ოპტიმიზებული რეკლამები.

კურსზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაესწარით უფასო მასტერკლასს „ABCᴅᴀᴛᴀ - ანუ რა მართავს ციფრულ მარკეტინგს?“, რომელიც 28 აპრილს, 13:30 სთ-ზე, ტერმინალში (ირაკლი აბაშიძის #34) გაიმართება. მასტერკლასზე სპიკერები, ელენე ბიბილეიშვილი, Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი და თორნიკე სამადაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Banking Ecosystem -ის ხელმძღვანელი, ისაუბრებენ ტექნოლოგიების გამოყენების როლზე ციფრულ მარკეტინგში და მიმოიხილავენ საქართველოს ბანკის Ads Manager-ს.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე, რეგისტრაციისთვის კი ესტუმრეთ ამ ბმულს.

Ads Manager-ის შესახებ გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

(R)