ამერიკის ორი პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშ უმცროსისა და მისი მამის ჯორჯ ბუშის - კლანი ათწლეულების განმავლობაში ფიგურირებდა სხვადასხვა ბიზნეს სფეროებში. მათ შორის, ნავთობის და მოდის სფეროს, საბანკო სექტორითა და ფოლადით დამთავრებული.
ბუშის ოჯახმა 400 მილიონი დოლარის ქონება სხვადასხვა გზით გამოიმუშავა.
დინასტია პრეზიდენტების გარდა, თავს იწონებს სხვადასხვა სფეროებში მოღვაწე გამორჩეული ფიგურებით.
წარმოგიდგენთ ბუშების ოჯახის ყველაზე მდიდარ წევრებს.
დინასტიის სიმდიდრე მე-19 საუკუნეში სამუელ პრესკოტ ბუშთან (1863-1948) ერთად წარმოიშვა.
სამუელმა კარიერა რკინიგზაში, შეგირდად დაიწყო, მოგვიანებით კი მსხვილი კორპორაცია Buckeye Steel Castings-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც ფოლადის ნაწილებს მზარდი რკინიგზის ინდუსტრიას აწვდიდა. სამუელმა ძლიერი კავშირები დაამყარა როკფელერებთან და სხვა გამოჩენილ ამერიკულ ოჯახებთან.
სამუელის უფროსი ვაჟი, პრესკოტ შელდონ ბუში (1895-1972) დაქორწინდა მდიდარ უოკერების ოჯახის ასულზე, რამაც ბუშის ქონება ერთიორად გაზარდა. პრესკოტი აშშ-ს სენატში 1952 წელს აირჩიეს.
პრესკოტის მეორე ვაჟი, ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში (1924-2018 წწ.) ამერიკის პოლიტიკის პირველი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი გახდა.
გამჭრიახმა ჯორჯმა ტეხასის ნავთობის ინდუსტრიაში მოღვაწეობით მილიონობით დოლარის ქონება დააგროვა. 1960-იანი წლების დასაწყისში კი პოლიტიკურ კარიერას შეუდგა.
1988 წელს პრეზიდენტად არჩევამდე, ჯორჯ უფროსი მსახურობდა რესპუბლიკელ კონგრესმენად, გაეროს ელჩად, CIA-ს დირექტორად და ვიცე-პრეზიდენტად.
1989 წლიდან 1993 წლამდე ამერიკის რიგით 41-ე პრეზიდენტი იყო.
2018 წელს, მისი გარდაცვალების დროს ჯორჯ ბუშის ქონება 25 მილიონ დოლარს შეადგენდა.
Celebrity Net Worth-ის მიხედვით, დღეს ბუშის ოჯახი დაახლოებით 400 მილიონ დოლარს ფლობს.
ჯორჯისა და მისი მეუღლის ბარბარას მეექვსე შვილი, დოროთი ბუშ კოხი 5 მილიონ დოლარამდე ქონებას ფლობს. ის არის მწერალი და ველნეს გურუ.
თავის რძალთან ტრიცია რეილი კოხთან ერთად დაახლოებით 20 წლის წინ კომპანია BB&R Consulting დააარსა.
“დორომ“ დაწერა წიგნი: “მამაჩემი, ჩემი პრეზიდენტი“, სადაც ოჯახის პირად თემებზე ისაუბრა. წიგნი ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერების სიაში მოხვდა.
დოროს ძმისშვილი, ჯორჯ პრესკოტ ბუში ოჯახის წევრების კვალდაკვალ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ფიგურირებს. მისი ქონება 5 მილიონ დოლარს აღწევს.
ჯორჯი 2014 და 2018 წლებში, ორჯერ აირჩიეს ტეხასის კომისარად.
5 მილიონ დოლარს ფლობს ჯორჯისა და ბარბარას უმცროსი ვაჟი, მარვინ პირს ბუში.
მარვინი ამჟამად არის ვირჯინიაში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის, Winston Partners Group-ის მმართველი პარტნიორი, რომელიც მან დააარსა 1993 წელს. მას ასევე ეკავა მაღალი თანამდებობები სადაზღვევო და უსაფრთხოების ფირმებში.
ჯორჯ ბუშის ვაჟის, ნილისა და მისი პირველი ცოლის შერონის ქალიშვილი ლორენ ბუში ჟურნალების Vogue-სა და Glamour-ის წინა გარეკანებზე გამოჩნდა.
მან 2008 წელს გამოუშვა თავისი მოდის ლეიბლი Lauren Pierce Atelier. ლორენის ქონებაც 5 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.
ბუშების ოჯახის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელია ბილი ბუში. მისი წმინდა ქონება 13 მლნ დოლარია. ის ტელე- რადიო გადაცემების წამყვანი და მოგვიანებით Access Hollywood-ს კორესპონდენტი იყო.
ჯორჯ ბუშის სიმდიდრის შეფასებები ბევრად თანმიმდევრულია. გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ის 2001 წელს აშშ-ს პრეზიდენტი გახდა და მისი ქონება 50 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ჯორჯმა პრეზიდენტობამდე ფული გამოიმუშავა ნავთობის ინდუსტრიით, ისევე როგორც ტეხასის რეინჯერსის ბეისბოლის გუნდზე.
მოდის მაგნატის, რალფ ლორენის მეორე ვაჟი, დევიდ ლორენი 2011 წელს დაქორწინდა ლორენ ბუშზე.
დევიდი Ralph Lauren-ის საბჭოს 2013 წელს შეუერთდა და ამჟამად მოდის ლეიბლის ბრენდინგისა და ინოვაციების მთავარი ოფიცერია. Celebrity Net Worth-ის შეფასებით, დავითის წმინდა ქონება დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.
წყარო: lovemoney.com