Nike-დან IKEA-მდე - დიდი კომპანიები, რომლებმაც ბიზმნესი ნულიდან დაიწყეს

დღეს მსოფლიოს რამდენიმე მეგა ბრენდმა, წლების წინ ფუნქციონირება თითქმის ნულიდან დაიწყო. დამფუძნებლებს მათ ოცნებებზე მუშაობა ხშირად საკუთარ ავტოფარეხში, ან მამისგან ნასესხები 100 დოლარით უწევდათ, თუმცა თუ თქვენს მიზანს ერთგულად ემსახურებით და ენერგიასაც დებთ, შედეგი არ დააყოვნებს.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ისტორიებს, რომლებიც თითქმის არაფრიდან დაარსდა.

1891: რიგლი (Wrigley)

საღეჭი რეზინის საკულტო ფირმის ისტორია, რომელიც 2008 წელს Mars Incorporated-მა “შთანთქა“, 1891 წელს უილიამ ვრიგლიმ ჯიბეში არსებული 32 დოლარით დაიწყო.

როდესაც უილიამი ფილადელფიიდან ჩიკაგოში ჩავიდა, მხოლოდ 32 დოლარი გააჩნდა, (რაც დღეს დაახლოებით 900 დოლარია). მას თავის სარჩენად გაუჩნდა საღეჭი რეზინების წარმოების იდეა, ბიძისგან ისესხა აღნიშნული 32 დოლარი და საღეჭ რეზინებს თავისი ხელით ამზადებდა.

1904: ჰარლი-დევიდსონი

უილიამ ს. ჰარლიმ და არტურ დევიდსონმა Harley-Davidson-ის პირველი მოტოციკლი 1904 წელს, ოჯახის მომცრო ფარდულში, თავად ააწყვეს.

დღესდღეობით მათ ისტორიულ მოტოციკლეტის ფირმას, რომელიც წელიწადში 5,7 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს, აქვს დიდი ქარხნები აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ავსტრალიაში და ტაილანდში.

1943: IKEA

კომპანია IKEA 1943 წელს შვედეთის ქალაქ Älmhult-ში ინგვარ კამპრადმა დააარსა, რომელიც სულ რაღაც 17 წლის იყო.

ბიზნესისთვის მცირე თანხა მას მამამ მისცა. ავეჯის გიგანტს ახლა აქვს ათასობით მაღაზია მთელს მსოფლიოში და მისი წლიური გაყიდვები 41,3 მლრდ დოლარს შეადგენს.

1946: Estée Lauder

მაკიაჟისა და კანის მოვლის მოყვარულმა, ესტე ლაუდერმა თავისი სახელობის კომპანია 1946 წელს დააარსა. თავდაპირველად ის საცხებს თავის სამზარეულოში ამზადებდა, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში განავითარა.

ბოლო ფისკალური წლის განმავლობაში ფირმის გაყიდვებმა, რომელიც თავის პორტფელში ითვლის ბრენდებს როგორიცაა: Clinique, MAC, Origins და სხვები, 14,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

1946: Sony

ტოკიოს თავდაცვის კონტრაქტორმა მასარუ იბუკამ 1946 წელს პარტნიორობა გაუწია ყოფილ საზღვაო ლეიტენანტ აკიო მორიტას და დააარსა კომპანია Tosuko, რომელიც მოგვიანებით გახდა Sony.

მათი სასტარტო კაპიტალით მხოლოდ 1,500 დოლარი იყო. დღეს Sony -ის ყოველწლიური შემოსავალი 78 მილიარდი დოლარია.

1964: Nike

სპორტული ტანსაცმლის კომპანია 1964 წელს Blue Ribbon Sports-ის სახელით, კოლეჯის სტუდენტმა, მორბენალმა ფილ ნაითმა და მისმა მწვრთნელმა ბილ ბაუერმანმა დააარსეს.

ნაითს მამისგან სესხად აღებული 50 დოლარი ჰქონდა. იმ ფულით მან იაპონურ Onitsuka Tiger-ის სარბენი ფეხსაცმელების აშშ-ში გაყიდვა დაიწყო. მოგვიანებით კი საკუთარი ბრენდი და კომპანია განავითარა, რომელიც დღეს ყოველწლიურად 39,1 მილიარდ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

1965 წელი: Subway

Subway 1965 წელს თინეიჯერმა ფრედ დელუნამ ოჯახის მეგობართან, პიტ ბაკთან ერთად შექმნა.

მათი სასტარტო “კაპიტალი“ 1000 დოლარი იყო. პირველი სენდვიჩების მაღაზია სახელწოდებით Pete's Super Submarines ბრიჯპორტში გახსნეს.

ახლა Subway-ს აქვს ათიათასობით ლოკაცია მსოფლიოში და წლიური შემოსავალი მილიარდ დოლარს შეადგენს.

1971: Starbucks

პირველი Starbucks-ის მაღაზია 1971 წლის 31 მარტს სიეტლის დასავლეთ ავენიუზე, სამმა მეგობარმა გახსნა, რომლებიც ერთად სწავლობდნენ. თითოეულს მაშინ 1,350 დოლარი ჰქონდა.

თუმცა ამბიციურმა თანამშრომელმა ჰოვარდ შულცმა 1987 წელს შექმნა გაფართოების გეგმა და განავითარა ყავის კულტურის ხაზი.

დღეს Starbucks მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის კომპანიაა, რომლის წლიური ბრუნვა 26,5 მილიარდი დოლარია.

1975: MicroSoft

თავდაპირველად ტექნიკურ ტიტანს ძალიან თავმდაბალი დასაწყისი ჰქონდა. კომპანია ბავშვობის მეგობრებმა ბილ გეითსმა და პოლ ალენმა ავტოფარეხში 1975 წლის 4 აპრილს დააარსეს.

ახალმა კომპიუტერულმა ფირმამ დაიწყო Altair 8800-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.

ბიზნესის შემოსავალი 2019 წელს 125 მილიარდი დოლარი იყო, დღეს კი ტრილიონი დოლარის შეფასება აქვს.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი