„ეს არ არის ის, რისთვისაც შეიქმნა“ - გამოგონებები, რომლებსაც მათი შემქმნელები ნანობენ

ყველა თანხმდება იმაზე, რომ გამოგონება შესაძლოა, ყოველთვის კეთილ საქმეს არ ემსახურებოდეს, თუმცა მისი შექმნის მიზანი ნამდვილად კეთილშობილი იყოს.

როგორც წესი, ინოვაცია და ახალი ტექნოლოგია, არასოდეს არის წინასწარვე გათვლილი კაცობრიობის დასაზარალებლად, თუმცა პროცესი სხვაგვარ შედეგებს დებს და მათ ავტორებს სანანებლადაც კი უხდებათ საქმე.

წარმოგიდგენთ გამოგონებებს, რომლებსაც მათი შემქმნელები ნანობენ:

დინამიტი

დინამიტი გამოიგონა შვედმა მეცნიერმა და ბიზნესმენმა ალფრედ ნობელმა, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც მშვიდობის ნობელის პრემიით.

როგორც ამბობენ, ნობელი იმდენად შეაშფოთა თავისი გამოგონების ომში გამოყენებამ, რომ მშვიდობის პრემია მისი გამოგონებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად დაიწყო.

ატომური ბომბი

ატომური ბომბის გამოგონება შეიძლება მივაწეროთ ამერიკული მანჰეტენის პროექტს, რომელსაც რობერტ ოპენჰაიმერი ხელმძღვანელობდა. მას ხშირად "ატომური ბომბის მამასაც" უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპენჰაიმერი თავდაპირველად კმაყოფილი იყო თავისი ახალი “იარაღით“, როგორც ცნობილია, მოგვიანებით ამას ნანობდა. მან მოითხოვა, რომ მთავრობას აეკრძალა ბირთვული იარაღი...

კიდევ ერთი მეცნიერი, რომელიც ნანობდა ბირთვულ იარაღთან კავშირს, იყო ცნობილი გენიოსი ალბერტ აინშტაინი, რომელიც ხელს უწყობდა ატომური ბომბის შექმნას პრეზიდენტ რუზველტისადმი მიწერილ წერილებში.

იარაღი AK-47

კალაშნიკოვის მიერ შექმნილი Automat Kalashnikova 1947, იგივე- AK-47, შეიქმნა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებმაც იარაღის გამოყენება 1949 წელს დაიწყეს.

იარაღი მოგვიანებით მიიღეს ვარშავის პაქტის ქვეყნებმაც და ახლა მას მთელი მსოფლიოს ქვეყნები იყენებენ.

რუსეთში კალაშნიკოვს გმირს უწოდებენ, თუმცა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 2013 წელს, მან წერილი მისწერა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, სადაც აღწერილია მისი სინანული იარაღის შექმნის გამო.

წიწაკის სპრეი

წიწაკის სპრეი 1980-იან წლებში მეცნიერებმა FBI-სთვის შექმნეს.

ერთ-ერთი გამომგონებელი კამრან ლოგმანი მოგვიანებით შოკირებული იყო იმის ნახვით, თუ როგორ გამოიყენეს სპრეი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

“ვგრძნობ, რომ ჩემი სამოქალაქო მოვალეობაა, ავუხსნა საზოგადოებას, რომ ეს არ არის ის, რისთვისაც შეიქმნა წიწაკის სპრეი“, - თქვა მან მაშინ ერთ-ერთ გამოცემასთან.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი