“ახალი იპოთეკური სესხების მოცულობები გაიზარდა”

„თიბისი კაპიტალი“ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2024 წლის მარტში, როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა, წლიურად გაზრდილია.

„სასტუმროებში, როგორც უნაღდო დანახარჯები, ასევე, ტრანზაქციის საშუალო ზომა, გაზრდილია. არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიდან წლამდე კვლავ მზარდია.

ახალი იპოთეკური სესხების მოცულობები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა, ხოლო თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები კი, წლიურად შემცირებულია“ - წერია კვლევაში.

ეკა დარჩიაშვილი