4Hospitals ინტერვენციული კარდიოლოგიის მასტერ კურსზე გერმანიის გულის ცენტრში

სამედიცინო პროდუქციის და სერვისების წამყვანი პროვაიდერი კომპანია 4Hospitals მისი პარტნიორი კომპანიის, Translumina International-ის ორგანიზებით გერმანიის გულის ცენტრში ჩატარებულ ინტერვენციული კარდიოლოგიის მარტერ კურსს დაესწრო ქ. მიუნხენში.

4ჰოსპიტალსის მთავარი ღირებულება ხარისხის მაღალი სტანდარტები და ინოვაციებისკენ სწრაფვაა. სწორედ ამიტომ, 2014 წლიდან დღემდე, მან პარტნიორული ურთიერთობები ჩამოაყალიბა მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ბრენდებთან, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს 300-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას უწყვეტად აწვდის უმაღლესი ხარისხის და ჯანდაცვის მოთხოვნების შესაბამის პროდუქციას.

მისი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი ერთიანდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

კომპანია აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო გამოფენებსა და კონფერენციებში, ესწრება პარტნიორთა შეხვედრებს და სამედიცინო სფეროს დინამიკურობაში მუდმივ მზადყოფნაშია, რომ გაიზარდოს, დანერგოს სიახლეები და საერთაშორისო სტანდარტები მოარგოს ადგილობრივ მოთხოვნებს.

da8416ae-e672-4f80-af27-b26879575319-1714197578.jpg

2024 წლის 19-20 აპრილს, გერმანიაში, ქ. მიუნხენის გერმანიის გულის ცენტრში ჩატარდა მასტერ კურსი „GHC Master Course 2024 - Practice Pearls of Interventional Cardiology“, რომლის მთავარი სპიკერიც ინტერვენციული კარდიოლოგი, პროფესორი ადნან კასტრატი იყო.

მასტერ კურსი ჩაატარა კომპანია 4Hospitals-ის ექსკლუზიურმა პარტნიორმა, Translumina International-მა, რომელიც კარდიოლოგიის და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის სამედიცინო მოწყობილობების განვითარებისა და წარმოების სპეციალისტი კომპანიაა. დაარსების დღიდან, კომპანიის მთავარი ღირებულებაა ახალი პროდუქტებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება და არსებული პროდუქციის ასორტიმენტის მუდმივად გაუმჯობესება.

2000 წლიდან, კომპანია 50-ზე მეტ ქვეყანას აწვდის უმაღლესი ხარისხის სტენტებს და მასტერ კურსის მთავარი მიზანიც სწორედ მისი პროდუქციის ჩვენება და ხარისხის დემონსტრაცია იყო.

პროფესორმა, ადნან კასტრატმა და წამყვანმა ინტერვენციონისტ-კარდიოლოგებმა, რომლებიც Translumina-ს სტენტებს აქტიურად იყენებენ, განიხილეს პროდუქციის გამოყენებით ჩატარებული რთული ქეისები, თუ როგორი იყო განმეორებითი კვლევის შედეგები და ასევე ჩაატარეს ლაივ ქეისები.

890f0afe-c491-4998-b347-44e795ac483b-1714197549.jpg

4ჰოსპიტალსის ორგანიზებით, მასტერ კურსს დაესწრო:

კომპანიის მიმართულების მენეჯერი, რატი შალამბერიძე

სამედიცინო წარმომადგენელი, კესო გოდუაძე

და ინტერვენციულ კარდიოლოგთა ჯგუფი:

ლაშა ჟორჟოლიანი - კლინიკა რუსთავი

ზურა ბუგულიშვილი - ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა

შალვა თვალჭრელიძე - მეხუთე კლინიკური საავადმყოფო ღია გული

თენგო ჯინჭარაძე - გერმანული ჰოსპიტალი

სპარტაკ ლეკვეიშვილი - ჯო ენის კლინიკა

ირაკლი ხვიჩია - კლინიკა Brothers

19ea9647-573e-4b85-8f4c-9833087d7b5e-1714197641.jpg

4ჰოსპიტალს აგრძელებს აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში და არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია.

ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

(R)