GPS, საკრედიტო ბარათები, საკერავი მანქანა - პროდუქტები, რომლებიც ამერიკაში შეიქმნა

ამერიკულმა ინოვაციებმა შეცვალა კაცობრიობის ცხოვრება და ხარისხი. ამ ერთი შეხედვით მარტივმა გაჯეტებმა, გამოგონებების ისტორიაში საკმაოდ მყარად გაიდგეს ფესვები და დღეს მათი ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტია.

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომლებიც ამერიკაში შეიქმნა და მსოფლიოზე დიდი გავლენაც მოახდინა:

scs-1714206091.jpg

1834: საკერავი მანქანა

გამომგონებელმა, სახელად უოლტერ ჰანტმა, ამერიკის პირველი საკერავი მანქანა 1834 წელს ააგო და პირველმა გამოიყენა თვალისებრი ნემსის ტექნოლოგია. მაგრამ მან არ დააპატენტა თავისი ქმნილება, რადგან შიშობდა, რომ ეს მკერავების უმუშევრობას გამოიწვევდა.

სამკერვალო მანქანა მოგვიანებით დააპატენტა ელიას ჰოუმ (მოდელი გამოსახულია სურათზე) 1846 წელს. თუმცა, დიზაინი დააკოპირა ისააკ ზინგერმა, რის გამოც ამ ორ ადამიანს შორის პატენტის გამო ხანგრძლივი დავა მიმდინარეობდა. საბოლოოდ, ჰოუმ პატენტი შეინარჩუნა.

1851: ელვა შესაკრავი

ელვის კონცეფცია თარიღდება 1851 წლიდან, როდესაც "ტანსაცმლის ავტომატური, უწყვეტი დახურვა" დაპატენტდა სამკერვალო მანქანის გამომგონებლის ელიას ჰოუს მიერ. თუმცა, მას ეს რეალურად არ შეუქმნია, მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა.

ჰოუის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, 1893 წელს, ამერიკელმა გამომგონებელმა უიტკომბ ჯადსონმა დააპატენტა zipper-ის სტილის პროდუქტი სახელწოდებით Clasp Locker. მან მათი წარმოების იმედით შექმნა კომპანია და დასახმარებლად დაიქირავა გედეონ სანდბეკი.

მათი ელვა შესაკრავი არ ჰგავდა თანამედროვე ვარიანტს და ცუდადაც მუშაობდა. მოგვიანებით, 1917 წელს, სანდბეკმა დახვეწა ელვა შესაკრავის დიზაინი და ფუნქცია, დააფუძნა კომპანია Sundback და დააპატენტა მომხმარებლისთვის მოსახერხებელი დიზაინი, რომელიც დღემდე გამოიყენება.

sss-1714206128.jpg

1879: ინკანდესენტური ნათურა

ბევრი გამომგონებელი მუშაობდა ნათურების ძაფის ტექნოლოგიაზე მე-19 საუკუნეში. თუმცა, თომას ედისონმა პირველმა დააპატენტა ინკანდესენტური ნათურა 1879 წელს.

მან გამოიყენა ბამბის ძაფი. ბამბუკის ძაფის გამოყენებით ექსპერიმენტის შემდეგ, ედისონის ნათურები 1200 საათი მუშაობდნენ.

ეს გახდა ედისონის ნათურის სტანდარტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათურების ტექნოლოგია შეიცვალა გასული საუკუნის განმავლობაში, ედისონის სტილი დღესაც ცნობადი რჩება მთელ მსოფლიოში.

pab-1714206161.jpg

1902: Crayola crayon

1885 წელს ედვინ ბინნიმ და ჩარლზ სმიტმა დაიწყეს სკოლის ფანქრების დამზადება, მოგვიანებით კი უმტვერო ცარციც გამოიგონეს.

მათ შენიშნეს, რომ სკოლებს სჭირდებოდათ უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ცვილის ფანქრები. შედეგად, 1902 წელს დაამზადეს ფერადი ცვილის ფანქრები. სახელი მომდინარეობს ფრანგული სიტყვებიდან "craie" - ცარცი და "ola" - ცხიმიანი.

1930: ტელევიზია

ელექტრონული სატელევიზიო სისტემა აშშ-ში 1930 წელს ამერიკელმა ფილო ფარნსვორთმა დააპატენტა. მან და მისმა მეუღლემ, ალმამ, პირველი სატელევიზიო გადაცემა გააკეთეს 1927 წელს.

ppp-1714206193.jpg

1945: მიკროტალღური ღუმელი

რადარის ტექნოლოგია მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარდა. თუმცა Raytheon-ის ინჟინერმა, პერსი სპენსერმა აღმოაჩინა, რომ მისი გამოყენება საკვების გასათბობადაც შეიძლებოდა.

მიკროტალღური სიგნალების შესაქმნელად მაგნიტრონებთან მუშაობისას მან შენიშნა, რომ ჯიბეში შოკოლადის ფილა გაუდნა. შემდეგ გამოსცადა პოპკორნის მარცვლებზე და კვერცხზე. დანარჩენი კი ისტორიაა მას შემდეგ, რაც მან ტექნოლოგია ლითონის ყუთში მოათავსა.

Raytheon-მა მიკროტალღური ღუმელის პატენტი 1945 წელს აწარმოა. ინდუსტრიის შეფასებით, ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი მიკროტალღური ღუმელი იყიდება.

ppds-1714206226.jpg

1958: საკრედიტო ბარათი

ბარათის ცნება მაღაზიებმა და ავიაკომპანიებმა 1920-იან წლებში შემოიღეს. თუმცა, მაშინ ეს სისტემა სხვაგვარად მუშაობდა - შეგეძლო ბარათით მაღაზიაში რამე გეყიდა და მოგვიანებით გადაგეხადა ქეშად.

1958 წელს Bank of America-მ გამოუშვა პირველი ეროვნული ლიცენზირებული საკრედიტო ბარათი, რომელსაც თავდაპირველად ერქვა BankAmericard. მას ჰქონდა 300-დოლარიანი ლიმიტი და იყო პირველი ბარათი, რომელიც სთავაზობდა მბრუნავ კრედიტს.

ამერიკელმა მყიდველებმა და ვაჭრებმა პროგრამა სწრაფად მიიღეს, რომელიც მთელს მსოფლიოში გაფართოვდა და საბოლოოდ დაარქვეს Visa.

1959: ქსეროქსი

გამომგონებელმა ჩესტერ კარლსონმა პირველი ფოტოასლი 1938 წელს ცხვირსახოციდან მსუბუქი, მშრალი ფხვნილისა და სტატიკური ელექტროენერგიის გამოყენებით გააკეთა.

მან პატენტი თავისი ახალი ტექნიკისთვის 1942 წელს მიიღო და შეუერთდა Haloid-ს, კომპანიას, რომელიც ლიცენზირებდა ამ პროცესზე უფლებებს. მოგვიანებით ბიზნესი გადაკეთდა Xerox-ად.

Xerox-მა 1959 წელს პირველი ავტომატური აპარატი გამოუშვა.

1966: ვიდეო თამაში

Sanders Associates-ის (ახლანდელი BAE Systems) ინჟინერი რალფ ბაერი აკვირდებოდა ტელევიზორების პოპულარობას და ფიქრობდა, რა სხვა გზებით შეიძლებოდა ამ ტექნოლოგიის გამოყენება.

ორი კომპანიის დაფინანსებით, ბაერმა კვლევაც კი ჩაატარა ამის თაობაზე. 1966-დან 1968 წლამდე, მან ააშენა რამდენიმე პროტოტიპი, რაც მოგვიანებით „Brown Box“-ად გადაიქცა. პატენტი ახალ გამოგონებაზე 1973 წელს მიიღო და გაიყიდა, როგორც პირველი სახლის ვიდეო თამაშების სისტემა.

1978: გლობალური პოზიციონირების სისტემა (GPS)

GPS, რომელიც გვეხმარება ნავიგაციაში, არის შეერთებული შტატების მთავრობის გამოგონება.

თავდაცვის დეპარტამენტმა პროგრამა დაიწყო 1973 წელს. 1989 წლისთვის პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი GPS-ის ერთეულები გაიყიდა.

1980-იანი წლებიდან მოყოლებული, GPS თანამგზავრებმა შეადგინეს დაახლოებით 1,4 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური სარგებელი, ხოლო GPS-მა ამერიკელ მძღოლებს დაახლოებით 52 მილიარდი გალონი გაზი დააზოგინა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი