გერმანელები საწოლში ორი თვე გადაბმულად წოლით 18,000 ევროს გამომუშავებას შეძლებენ.
“ევროპულსის” ცნობით, ეს გერმანიის ავიაციისა და კოსმოსური ცენტრის მიერ კიოლნში ჩატარებული ექსპერიმენტის ნაწილია.
სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ამ გზით კოსმოსში ასტრონავტების პირობებს უფრო ზუსტად შეისწავლიან. საწოლის ბოლო 6 გრადუსით იქნება წამოწეული. ასეთი დახრით სხეულის ზედანახევარში მეტი, ფეხებში კი ნაკლები სითხე გროვდება. ქალაშიდა წნევა იზრდება, ხოლო კუნთოვანი და ძვლოვანი მასა მცირდება. შედეგად ადამიანს წონასწორობის გრძნობა ერღვევა და ის თითქოს კოსმოსში იმყოფება.
ექსპერიმენტის მონაწილეებს სხვადასხვა სავარჯიშოს შესრულება მოეთხოვებათ, რომლებსაც მომავალში ასტრონავტების მოსამზადებლად გამოიყენებენ.
საერთო ჯამში ექსპერიმენტის მონაწილეები ცენტრში 88 დღეს დაჰყოფენ, საიდანაც 60 დღე საწოლზე “იქნებიან მიჯაჭვული.” დარჩენილი დღეები მომზადებასა და აღდგენაში დაიხარჯება.
ექსპერიმენტი შემოდგომაზე იწყება, ხოლო მონაწილეობის შესახებ განაცხადის წარდგენა ცენტრის ვებგვერდზე არის შესაძლებელი.
კანდიდატებად ითვლებიან 24-დან 55 წლამდე ასაკის, 153-დან 190 სანტიმეტრამდე სიმაღლისა დასხეულის მასის 18-დან 30-მდე ინდექსის მქონე პირები. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ კანდიდატი იყოს ჯანმრთელი, არამწეველი დაკარგად ფლობდეს გერმანულ ენას.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ