როგორია მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების რეიტინგი - Global Finance

Global Finance-მა მიმდინარე წლის აპრილში მსოფლიოს მოწინავე საინვესტიციო ბანკების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ტოპ საინვესტიციო ბანკად ამერიკული J.P. Morgan დასახელდა. გამოცემის ინფორმაციით, J.P Morgan-ს ამ სტატუსის დაუფლებაში თავისი გამოცდილი გუნდი დაეხმარა, რომელმაც რთულ დროსაც კი შესანიშნავი გადაწყვეტილებები მიიღო. გლობალური საინვესტიციო საბანკო საკომისიოების შემცირების მიუხედავად, ბანკმა მაინც შეძლო შეინარჩუნებინა ლიდერის პოზიცია შემოსავლების თვალსაზრისით როგორც ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ასევე გლობალურად. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მისი პოზიციები აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშიც.

საუკეთესო ბანკი IPO-ებისთვის: CITIC Securities

CITIC Securities არის ჩინური ფასიანი ქაღალდების კომპანია, რომელიც შანხაისა და ჰონგ კონგის საფონდო ბირჟებზე მოწინავე პოზიციებზეა. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა საინვესტიციო საბანკო მომსახურებას გვთავაზობს, მათ შორის კი IPO-ებს. 2023 წელს მან გლობალურად პირველი ადგილი დაიკავა IPO-ებში და სხვადასხვა რეგიონში ყველაზე მომგებიანი გარიგებები გამოარჩევდა.

საუკეთესო განვითარებად ბაზრებზე - Emirates NBD Capital

Emirates NBD Capital გასულ წელს, მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა. მოიზიდა 50 მილიარდი დოლარის ტრანზაქციები კაპიტალის ბაზარზე. აღნიშნული მეტწილად ისლამურ სახელმწიფოებთან მტკიცე და მომგებიანი ურთიერთობის შედეგი გახლდათ.

განვითარებად ბაზრებზე საუკეთესო ბანკად აზიაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში ოპერირებადი Standard Chartered-ი დასახელდა. მთავარი წარმატების ფაქტორი აქ მდგრადი და გრძელვადიანი ინვესტიციების მხარდაჭერა იყო. ასევე, მდგრადი პროექტების დაფინანსებაში ლიდერია ფრანგული Societe Generale-ც. სტატუსი ამ უკანასკნელმა განახლებადი ენერგიის სფეროში აქტიური ჩართულობით და მწვანე ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით დაიმსახურა.

საუკეთესო მრავალმხრივი ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) ერგო. რომელმაც გასულ წელს, მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია კონფლიქტებითა და კატასტროფებით დაზარალებულ ქვეყნებს, მაგალითად როგორებიცაა -უკრაინა და თურქეთი.

საუკეთესო ბანკი კლიენტებისთვის ტექნოლოგიების შეთავაზებაში Emirates NBD Capital გახდა, რომელსაც მსოფლიოში თავისი ინოვაციური ტექნოლოგიური პლატფორმები, ციფრული IPO პორტალი და ა.შ გამოარჩევს. აღნიშნული მომსახურებების გამარტივებით, NBD Capitali ინვესტორებს მეტ კომფორტს უქმნის.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა