ამერიკელები “განკითხვის დღის” თვითმფრინავს აახლებენ

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა კორპორაცია Sierra Nevada Corp-თან 13 მლრდ დოლარის კონტრაქტი გააფორმა, რომ “განკითხვის დღის” თვითმფრინავად ცნობილი E-4B-მოდელის მემკვიდრე შეიმუშავოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ეს სახელი თვითმფრინავს ბირთვული ომის გადატანის უნარის გამო ეწოდა.

პროექტი, Survivable Airborne Operations Center (SAOC) მიზნად ისახავს, შეცვალოს 1970-იანი წლების ხანდაზმული თვითმფრინავი, რომლის მომსახურების ვადაც იწურება. SAOC-ზე მუშაობა კოლორადოში, ნევადასა და ოჰაიოში დაიწყება და, სავარაუდოდ, 2036 წელს დასრულდება. ოპერაციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიარაღების სისტემას კომერციული რეაქტიული თვითმფრინავისგან აიღებენ, რომელიც სამხედრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად გაძლიერდება და მოდიფიცირდება.

Reuters გასული წლის დეკემბერში წერდა, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა E-4B Nightwatch-ის მემკვიდრის შექმნის კონკურსიდან კომპანია Boeing გამორიცხეს და ახალი ჩანართი გახსნეს.

მართალია, E-4B-ს, როგორც წესი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის გადასაყვანად იყენებენ, მაგრამ ის დაპროექტებულია, როგორც მობილური სამეთაურო პუნქტი, რომელსაც შეუძლია, ბირთვულ აფეთქებებსა და ელექტრომაგნიტურ ეფექტს გაუძლოს. ეს აშშ-ის ლიდერებს საშუალებას აძლევს, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სამხედროებზე ბრძანებები გასცენ.

E-4B-ს, ასევე, ჰაერში საწვავის შევსება შეუძლია და საკონფერენციო, ბრიფინგის ოთახებითა და მოწინავე საკომუნიკაციო მოწყობილობით არის აღჭურვილი.

სამხედრო-საჰაერო ძალები ამჟამად ოთხ E-4B-მოდელის თვითმფრინავს ოპერირებს, რომელთაგან, მინიმუმ, ერთი ყოველთვის მზადყოფნაშია. ავიაპარკი ძლიერმოდიფიცირებულ Boeing 747-200 jumbo-ჯეტებისგან შედგება, რომლის შენახვაც დეტალების მოძველების გამო სულ უფრო რთული და ძვირი ხდება.

E-4B-ის მომსახურების ვადა, სავარაუდოდ, 2030-იანი წლების დასაწყისში ამოიწურება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ