ქალაქები, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა თბილისი და ბათუმი

Numbeo-ს სტატისტიკის თანახმად, რომელიც ეფუძნება მომხმარებლების მიერ მიწოდებულ ფასებს სხვადასხვა ქვეყნის 203 ქალაქში, 1 კმ-ზე ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირი ციურიხში (შვეიცარია), ყველაზე იაფი კი ჩანდიგარშია (ინდოეთი).

მონაცემებში საქართველოს ორი ქალაქიდან - თბილისი და ბათუმი მოხვდა. თბილისი 203 ქალაქს შორის 123-ე ადგილს იკავებს, ბათუმი კი 164-ე ადგილზეა. მონაცემების თანახმად, თბილისში 1 კმ-ზე ტაქსის მომსახურების საშუალო ფასი 0.75 დოლარს შეადგენს, ხოლო ბათუმში 0.37 დოლარის.

მონაცემების თანახმად, ტაქსის მომსახურება ყველაზე ძვირია შემდეგ ათ ქალაქში:

  • ციურიხი, შვეიცარია 5.49 დოლარი
  • ჟენევა, შვეიცარია 3.29 დოლარი
  • ქუვეითი 3.25 დოლარი
  • ლუქსემბურგი 3.22 დოლარი
  • ტირანა, ალბანეთი 3.19 დოლარი
  • სიდნეი, ავსტრალია 3.12 დოლარი
  • სტოკჰოლმი, შვედეთი 2.98 დოლარი
  • ჰამბურგი, გერმანია 2.79 დოლარი
  • მანჩესტერი, გაერთიანებული სამეფო 2.73 დოლარი
  • ტოკიო, იაპონია 2.68 დოლარო

ამასთანავე, ტაქსის მომსახურება ყველაზე იაფი შემდეგ ქალაქებშია:

  • ჩანდიგარი ინდოეთი - 0.20 დოლარი
  • ვადოდარა ინდოეთი - 0.22 დოლარი
  • ნოვოსიბირსკი, რუსეთი - 0.22 დოლარი
  • მანილა ფილიპინები - 0.23 დოლარი
  • ბუბანესვარი ინდოეთი - 0.24 დოლარი
  • გურგაონი ინდოეთი - 0.24 დოლარი
  • სურატი ინდოეთი - 0.24 დოლარი
  • ვუჰანი, ჩინეთი - 0.25 დოლარი
  • ბიშკეკი, ყირგიზეთი - 0.25 დოლარი
  • ჩენდუ, ჩინეთი - 0.28 დოლარი
მერი ტაბატაძე