„ქართული ოცნების“ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან.

რუსთაველის გამზირზე მათ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს.

დღევანდელ შეკრებას უერთდებიან “ქარათული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონანმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მიმართავს. ამასთან, შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე.