"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, ეს არ არის ვინმეს ალტერნატიული აქცია, ეს არის პროტესტი, რომელიც გრძელდება.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი, რადგან "საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას".

აქციას ადგილობრივი შემსრულებლები კონცერტით უერთდებიან.