საქართველო ნეპალს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

საქართველო ნეპალს 50 000 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დაეხმარება. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს აწერს.

"მიმდინარე წლის აპრილში ნეპალში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ნეპალისთვის ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი", - ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.