რატომ დააჯარიმა ყოფილი პრემიერის კომპანია ეროვნულმა ბანკმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია "ჰერითიჯ სიქიურითიზი" დააჯარიმა. როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფულადი სანქციის მიზეზი შემმოწმებელთა ჯგუფისთვის კლიენტთან დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის ფაქტი გახდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, კომპანია 2 000 ლარით დაჯარიმდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია ოფიციალურად 2009 წლიდან არის რეგისტრირებული. დირექტორის თენგიზ ლაშხი. რაც შეეხება მეწილეებს, რეპორტალის ანგარიშგებების მიხედვით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „ჰერითიჯ ჰოლდინგზი“ - 100%-ანი მესაკუთრე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძეა. ამასთან, კომპანიის მმართველო ორგანი სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის წევრებიც არიან, ვლადიმერ გურგენიძე, მიხეილ გვენცაძე და თენგიზ ლაშხი.

ცნობისთვის, ვლადიმერ გურგენიძე პრემიერ-მინისტრის პოსტს 2007-2008 წლებში იკავებდა.

ნინი ქეთელაური