პარლამენტის მიმდებარედ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა - ტერიტორიაზე განლაგებულია წყლის ჩავჭლის მანქანა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა.

სამართალდამცველებმა მოქალაქეები პარლამენტის გვერდითა შესასვლელს ძალის გამოყენებით განარიდეს.

ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი და გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც.