ტყავის წარმოების განვითარებას ხელს უხარისხო ნედლეული უშლის

ტყავის გადამამუშავებელი კომპანია „ყვარელი“, რომელიც იტალიური ინვესტიციით კახეთში 1997 წელს შეიქმნა, მხოლოდ 30-40%-იანი დატვირთვით მუშაობს.

როგორც კომპანიაში bpn.ge-ის განუცხადეს, ბიზნესის განვითარების ძირითადი პრობლემა დაარსებიდან დღემდე უხარისხო ნედლეულია. „გლეხები საქონელს ვერ უვლიან, დროულად ვერ ცრიან, შესაბამისად, კარგი ხარისხის ტყავს ვერ გვაბარებენ. ტკიპა რომ ტკიპაა, ისიც კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დამუშავებისას. დარგი განვითარებული არ არის იმდენად, რომ საერთაშორისო მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - აცხადებენ კომპანიაში.

საწარმო ცხვრისა და საქონლის ტყავს ფერმერებისგან 2-10 დოლარად იბარებს და გადამუშავების შემდეგ ნახევარფაბრიკატს იტალიაში, თურქეთში, ჩინეთსა დ ინდოეთში ექსპორტზე გზავნის.

ბელა ნოზაძე