მაიკლ როთი - ირაკლი კობახიძე, გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი

ირაკლი კობახიძე, გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგი) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი აცხადებს.

„ძვირფასო ირაკლი კობახიძე, შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ, ძალადობა სასწრაფოდ შეწყვიტე. გაიწვიე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი. არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!“ - წერს მაიკლ როთი X-ზე.