ნაძალადევის რაიონში ავარიული შენობის დემონტაჟი და 6-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

ნაძალადევის რაიონში მუხრანის ქუჩის N9ბ-ში ავარიული შენობის დემონტაჟი და მის ნაცვლად, 6-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა და ტარდება ექსპერტიზები, რის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებენ.

„ნაძალადევის რაიონში მუხრანის ქუჩის N9ბ-ში არის უმძიმესი მდგომარეობა, ავარიულია. 30 ოჯახი ცხოვრობს. მოლაპარაკებები დავასრულეთ. შეთანხმებულები ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან. მის მაგივრად აშენდება 6 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მოსახლეობა ქირით იქნება გაყვანილი, ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს მუნიციპალიტეტი. არცერთი თეთრი მათ გადასახდელი არ ექნებათ. როცა სამუშაოებს დავასრულებთ, სახლებში დაბრუნდებიან“, - განაცხადა კალაძემ.

მერი ტაბატაძე