ჩეხეთის პრეზიდენტი ევროზე გადასვლის მომხრეა

ჩეხეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა ევროზე უნდა გადავიდეს, რომ ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს შეესაბამებოდეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტ პეტერ პაველმა განაცხადა კონფერენციაზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ინფორმაციას გამოცემა, Idnes ავრცელებს.

„თუ ჩვენ გვინდა, ევროპის პირველ ლიგაში ვითამაშოთ, მაშინ ლოგიკურად უნდა დადგეს ევროს მიღების საკითხი. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებშიც ევროში გადახდები უკვე მიმდინარეობს, ადასტურებს, რომ უკმაყოფილოა მხოლოდ ის, ვისაც ეს ვალუტა არ აქვს,“ - აცხადებს პაველი.

პრეზიდენტმა ქვეყნის ევროზე გადასვლის შესახებ საახალწლო გამოსვლის დროსაც ისაუბრა, თუმცა, ბოლო მოწოდებისგან განსხვავებით, მაშინ პეტერ პაველი ეროვნული დისკუსიის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, რამაც საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია.

ცნობისთვის: ევროზე გადასვლის უპირატესობების განხილვა 2023 წლის ოქტომბერში შვედეთმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნულმა ვალუტა კრონმა გასული წლიდან უპრეცედენტო ვარდნა განიცადა.

ევრო ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 20-ში გამოიყენება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ