უქმე დღეებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს სებ-ის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები.

"ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება",- ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება 8 მაისს დაგეგმილ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომას, 22 მაისს გაიმართება. შესაბამისად, ამავე დღეს გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიშიც.

"რაც შეეხება ყვარლის ფულის მუზეუმს, მუზეუმი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში 2024 წლის 11 მაისიდან უმასპინძლებს",- ნათქვამია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური