„თბილისი ცენტრალმა“ საკუთარი კვების ქსელის გახსნა გადაწყვიტა

„თბილისი ცენტრალში“ თვის ბოლოსთვის ახალი ტიპის კვების ობიექტი გაიხსნება.

როგორც კომპანიაში „ბიპიენს“ განუცხადეს, „კვების სადგური“ განსხვავებული კონცეფციის ბარ-რესტორანია, რომელიც, ძირითადად, მატარებლის მგზავრებზე იქნება გათვლილი და take away-ის პრინციპით იმუშავებს. თუ ობიექტი გაამართლებს, მაშინ ქალაქის მასშტაბით ქსელსაც გახსნიან.

„აქამდე „ცენტრალში“ ფართს შვიდი სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო ინაწილებდა, თუმცა, რეალურად პირველი სამი მუშაობდა და დანარჩენებს მომხმარებლებს ართმევდა. შესაბამისად, ამ უკანასკნელებმა სავაჭრო ცენტრი დატოვეს. მათ კი, ვინც ბიზნესი წარმატებით ააწყო, დარჩენილი ფართის ათვისება არ ისურვა. „ცენტრალისთვის“ მათი არსებობა ფინანსურად არ იყო მომგებიანი, ამიტომ გადავწყვიტეთ, საკუთარი კვების ობიექტი გაგვეხსნა“, - განუცხადეს „ბიპიენს“ სავაჭრო ცენტრში.

„კვების სადგურში“ კომპანია, დაახლოებით, 200 ათასი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ბელა ნოზაძე