სოფლად მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მთლიან მოსახლეობაში სოფლად მცხოვრებთა წილი ისტორიულ მინიმუმზეა.

საქსტატის სტატისტიკის თანახმად, 2001 წლის დასაწყისისთვის სოფლის მოსახლეობის წილი 44.8% იყო, ბოლო მონაცემების თანახმად კი 39.6%-ს გაუტოლდა.

კერძოდ, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობა 2001 წლის დასაწყისისთვის 1 807 200-ს შეადგენდა. აქედან მოყოლებული რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა, 2023 წლის დასაწყისისთვის კი 1 480 600-ს შეადგინა.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ 2001 წლიდან 2023 წლის დასაწყისისთვის სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა დაახლოებით 326 600-ის შემცირდა.

შენიშვნა: საქსტატზე აღნიშნულის მონაცემები იწარმოება 2001 წლიდან

მერი ტაბატაძე