მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირებულ ვარიანტს განიხილავს

საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნოდარ ხადურს გასულ კვირაში დაავალა.

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა 09:00 საათზე დაიწყო.  მინისტრთა კაბინეტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 24 საკითხს განიხილავენ, რომელთა შორის ერთი საიდუმლოა.