პარლამენტის მიერ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“ შეხვდნენ

„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციის წინსვლას არ ემსახურება, ის არის რუსული კანონი, ამიტომ ხელისუფლებამ კანონი უკან უნდა გაიწვიოს.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები საკანონმდებლო შენობის გარშემო არიან შეკრებილები.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ჩააყენეს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები,მათ წინა რიგებში კი საპატრულო პოლიცია დგას. 9 აპრილის ქუჩაზე დგანანს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მაქანები.

“უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება სტვენით გააპროტესტეს პარლამენტის წინ შეკრებილებმაც.

იყო შესძახილები: “არა რუსულ კანონს!”, “რუსებო, რუსებო!” “მონებო!”.

ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ ხელი უნდა შეუშალონ “ქარათული ოცნების” დეპუტატების პარალემტის შენობის დატოვებას, ამიტომ შეკრებილებმა გადაინაცველს შენობის გვერდითა ქუჩებზე.

“83-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით მოღალატოებრივად მიიღო კანონი. ხელი უნდა შევუშალოთ, რომ მოღალატეებმა არ დატოვონ შენობა”, - მოუწოდა ორგანიზატორმა აქციის მონაწილეებს.